1. პროექტის სახელი: კულტურულ–ისტორიული ძეგლები და ცნობილი ადამიანები ხონში.
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას კულტურული და ისტორიული ძეგლების,აგრეთვე ცნობილი ადამიანების შესახებ ქალაქ ხონში.
3. პროექტის რული აღწერა: ბავშვები დაიყოფიან ორ ჯგუფად. ერთ ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას კულტურულ– ისტორიული ძეგლების შესახებ ინტერნეტის მეშვეობით და ასევე დაამზადებს ფოტოებს, ბუკლეტებსა და სლაიდებს ინგლისურ ენაზე. მეორე ჯგუფი მოიძიებს მასალებს ცნობილი ხონელების შესახებ, გაგვაცნობს მათ მოკლე ბიოგრაფიას და ფოტომასალას ქართულ და ინგლისურ ენაზე.ორივე ჯგუფი ერთობლივად დაამზადებს კედლის გაზეთს ქართულ და ინგლისურ ენაზე, შემდეგ განათავსებს მოპოვებულ ინფორმაციას ინტერნეტ გვერდზე.
4. მონაწილეთა ასაკი: 12–13 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: მოსწავლეები გადაიღებენ ფოტოებს, დაამზადებენ ბუკლეტებს, შექმნიან კედლის გაზეთს ქართულ და ინგლისურ ენაზე და განათავსებენ ინტერნეტ გვერდზე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეების მიერ შექმნილი კედლის გაზეთის ინტერნეტში განთავსება.
8. სარგებელი სხვისთვის: დაინტერესებული ადამიანები მიიღებენ ინფორმაციას ინტერნეტ გვერდის საშუალებით მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციაზე.
9. სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური.
10. მოსწავლეები სხვა სკოლიდან: არ გვყავს.
11. საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი/ინგლისური, ისტორია, ქართული.
12. ავტორი: ნატო ონიანი.
13. პროექტის ფორუმი:
14. პროექტის ვებ–გვერდი: